01.მაისი .2020 11:10

როგორია 27 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო? - მარინა ეზუგბაია

views 415
უკან

27 ახალი პაციენტიდან წყაროები არის ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული და საკარანტინო სივრცე,  დანარჩენის მოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„27 ახალი პაციენტიდან 13-ის წყარო არის ბოლნისი, 1 - თეთრიწყარო, 2 - მარნეული, 4 საკარანტინო სივრციდან და დანარჩენი წყაროს მოძიება მიმდინარეობს. ჩვენთან ახალი პაციენტები არ არიან. ჩვენ გვყავს სულ 67 პაციენტი. ჩვენთან იყო 11 მოზარდი, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და დანარჩენებთან მიმდინარეობს მონტორინგი დღეების მიხედვით. სამი მძიმე პნევმონიით გვყავს პაციენტი, მათი ზოგადი მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმედ არ ფასდება. მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და იმედია, მალე გადაინაცვლებენ სტაბილური პაციენტების რიცხვში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.