მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია 6 თვის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები – სტატისტიკა

5d7b83a3b1f2f
ელენე გოგბერაშვილი
14.09.19 11:50
1573
"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ქვეყანაში 10 480 ქორწინების, 5 295 კი განქორწინების შემთხვევა ფიქსირდება.

ორივე კომპონენტის მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისია (3 037-1 844). მეორე ადგილზეა იმერეთი, როგორც ქორწინების (1 749), ისე განქორწინების (919) შემთხვევების მიხედვით.

რაც შეეხება კიდევ ერთ დემოგრაფიულ მაჩვენებელს, ქვეყანაში დაბადებას გარდაცვალების შემთხვევები აჭარბებს.

2019 წლის 6 თვეში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 22 945 ცოცხლად დაბადების, 24 563 კი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

დაბადებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია. მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისში 7 580 ბავშვი დაიბადა, 6 463 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც საანგარიშო პერიოდში 2 859 ცოცხლად დაბადების, 4 382 კი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.