მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია 92 covid-ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ლევან რატიანი

5e9d5d068308f
ინგა მურუსიძე
20.04.20 12:41
1122
დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკას რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ  საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში 3 მოზარდს მკურნალობენ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 120 პაციენტი, მათგან 92 არის  covid-ინფიცირებული. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, მათგან 7 - ხელოვნურ ვენტილაციაზე, 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია; მათი მდგომარეობის დამძიმება გამოწვეულია პათოლოგიური, სომატური დაავადებებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. 53 პაციენტს აქვს მწვავე პნევმონია, მათთან, ასევე, მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. ჩვენთან წევს, ასევე, 3 მოზარდი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით ვადის გასვლას და ჩაუტარდებათ ტესტები ვირუსზე. დღეს რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.