მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ბირჟებზე ქართული ევროობლიგაციების შედეგები?

5e569c34c3f1a
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.20 20:55
1054
საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე თითქმის 3 მილიარდის მოცულობის ევროობლიგაციები არის განთავსებული. 

Galt & Taggart-ის მონაცემებით, გასულ კვირას საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 3.87%-იანი შემოსავლიანობით, ფასით 106.75 (+0.19% წინა კვირასთან შედარებით).

საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა დაიხურა ფასით 99.62 (+0.01% წინა კვირასთან შედარებით), 6.23%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციებით (GEOROG) ვაჭრობა დაიხურა ფასით 104.68 (-0.16% წინა კვირასთან შედარებით), 2.66%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 110.52 ფასად (+0.37% წინა კვირასთან შედარებით), 3.12%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 105.59 (+0.11% წინა კვირასთან შედარებით), 1.86%-იანი შემოსავლიანობით.