მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ბიზნესომბუდსმენის პოზიცია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებზე?

5dd3c78ed2039
თელარა გელანტია
19.11.19 14:42
958
"ამ საკითხზე მუშაობა არ დაგვისრულებია. ჩვენი მიზანია, რომ ვიპოვოთ დაბალანსებული შუალედი, რომ ცხადია, ხარისხი არ უნდა დაეცეს და არ უნდა მოხდეს ასევე ბიზნესის ეფექტიანობის შემცირება“, - ასე უპასუხა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში შესატან ცვლილებებს და ამ პროცესში ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციას შეეხებოდა.

შეგახსენებთ: გასულ კვრას bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. საქმე ეხება პრემიერის 520-ე დადგენილებას, რომელიც ჯერჯერობით, არც მთავრობის ვებ-გვერდზე და არც საკანონმდებლო მაცნეზე არ იძებნება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს შემდეგი რამ, რომ სახელმწიფო იღებს რეულაციებს გარკვეული მიზნებით, რა მიზანიცაა ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების დაცვა. რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენს, ჩვენი აპარატის მიზანია, ამ პროცესში ისეთი შუალედის პოვნაში დაეხმაროს ბიზნესს და სახელმწიფოს, რომ ერთდროულად დაცული იყოს მოქალაქეების და მომხმარებლების უფლებები და არ დაზარალდეს ბიზნესის კანონიერი უფლებებიც.

ჩვენ გუშინ გვქონდა კლინიკებთან შეხვედრა, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იყო. დღესაც და ხვალაც განხორციელდება დამატებითი შეხვედრები, რათა შევჯერდეთ ისეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული“, - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.