მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ენერგო-ტურიზმი ავსტრიაში - "ერთ-ერთ ქალაქში ხშირად ჩამოდის არნოლდ შვარცნეგერი"

5cf3ae630f16d
ელენე ჩომახიძე
02.06.19 16:20
2401
„Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ავსტრიის ელჩი არად ბენკო მის მშობლიურ ქვეყანაში ენრეგო-ტურიზმის გამოცდილებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ავსტრიაში არის რამდნეიმე ისეთი ჰესი, რომლის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაც ტურისტულად ძალიან საინტერესო და მიმზდიველია.

„აღმოსავლეთ ავსტრიაში არის ქალაქი, რომელშიც ენერგო პროექტებია განხორციელებული და მათ დასათვალიერებლად ხშირად ჩამოდის არნოლდ შვარცნეგერი, რომელსაც თავის მხრივ უამრავი ტურისტი მოყვება, როგორც ჰესის ისე თავად მსახიობის ნახვის მიზნით. რაც შეეხება საქართველოს, მე თუ მკითხავთ ის მსოფლიოში ერთერთი ლიდერი ქვეყანაა ტურისტული შესაძლებლობების თვალსაზრისით...

ენერგეტიკის სექტორით ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პირდაპირი ინვესტიციების ერთი მესამედი სწორედ ამ სექტორზე მოდის. ქვეყანა ერთი მხრივ აქტიურია ჰესების მშენებლობის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისი ტურბინების მიწოდების კუთხით. სხვათაშორის არაგვზეც გვაქვს საშუალო სიმძლავრის ჰესი აშენებული, რომელიც ტურისტული კუთხითაც საინტერესო ლოკაციაა. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ბაიკერები ხშირად გადიან ამ გზას, რომელიც ჰესთან არის და შეუსაბამოა მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან“,- აცხადებს ელჩი.