მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია Fitch-ის მოლოდინი ქართული საბანკო სექტორის შესახებ?

5f97c208efaff
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.20 11:00
1067
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის ასოცირებულმა დირექტორმა ალიონა არგენენკომ გადაცემა The Checkpoints-ში ქართული საბანკო სისტემის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსა და COVID-19-ის კრიზისის გავლენის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში კრიზისის წინააღმდეგ გამკლავება საფინანსო სექტორში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა, კერძოდ,  ბანკებმა მისი დაწყებისთანავე შექმნეს სესხების შესაძლო დანაკარგების დიდი ბუფერი და მასში 1 მილიარდ ლარზე მეტი განათავსეს.

"მარტში, კოვიდ კრიზისის დასაწყისში, ქართულმა ბანკებმა წინასწარ შექმნეს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი, რომელიც 1 მილიარდ ლარს აღემატება. ეს ასახავს იმ შესაძლო დანაკარგებს, რის წინაშეც მომავალში, კოვიდ კრიზისიდან გამომდინარე შეიძლება ბანკები დადგნენ", - ამბობს არგენენკო.

მისი თქმით, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიდგომა განსხვავებული იყო, კერძოდ კი, მათი ზედამხედველობის ქვეშ ბანკებს არ მოუხდენიათ კრიზისის დაწყებისთანავე საკრედიტო დანაკარგების მსხვილი კაპიტალური ბუფერის მომზადება, ამის სანაცვლოდ კი, მათ დანაკარგების ასახვა თანდათანობით, კრიზისის მიმდინარეობის პერიოდში მოახდინეს.

"ამ რეზერვის შექმნამ განაპირობა ის, რომ 2020 წლის ექვს თვეში ქართული ბანკების ჯამური ზარალი ნახევარ მილიარდ ლარს აღემატებოდა", - განაცხადა არგენენკომ.

Fitch-ის შეფასებით, ქართულ ბანკებს მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის გასაცემი დაკრედიტების გაზრდით, ასევე, საკომისიო შემოსავლების გაზრდით საკუთარი ფინანსური შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვთ.

Fitch Ratings-ის მიხედვით, ქართული საფინანსო სექტორი კოვიდ კრიზისში კაპიტალის კარგი დონით შევიდნენ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და უფრო მეტი დრო სჭირდება იმას, რომ დასკვნები გაკეთდეს, თუ როგორი იყო კრიზისის რეალური გავლენა ბანკებზე.