14.მარტი .2020 11:31

როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა?-უახლესი ინფორმაცია

views 1140
უკან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათთან განთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე პნევმონია აღენიშნება სტაბილურია. ტემპერატურა აღარ ასცილებია 37.7 გრადუსს. დღის განმავლობაში ნორმალური ტემპერატურის პერიოდი გახანგრძლივდა, რაც იმედს იძლევა, რომ გაუმჯობესების პროცესი დინამიკაში ასე უნდა გაგრძელდეს და აღარ უნდა ვთქვათ, რომ ვირუსის პროგრესირება იქნება მოსალოდნელი. ამ პაცინეტთან უნდა ველოდეთ მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა დანარჩენ ინფიცირებულ პაცინეტებზეც ისაბრა და აღნიშნა, რომ ყველას მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის მათიც, რომლებსაც პნევმონია აღენიშნებათ.

„დანარჩენი პაცინეტების მდგომარეობა არის უცვლელი. ვიცით, რომ გვიწევს სულ 7 პნევმონიანი პაციენტი, აქედან ერთი იყო მძიმე, მეორე საშუალო სიმძიმის, დანარჩენები მდგომაროება იყო მსუბუქი და პნევმონიის მიმდინარეობა იყო მსუბუქი.

ჯერჯერობით არცერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, მდგომარეობა სტაბილურია და თანდათანობით მოხდება ამ პაციენტების კვლევა დიაგნოსტირებიდან მე-14 დღეს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე გაგრძელდება მათი კვლევა და შეფასებითი ნაწილი გაეცნობა საზოგადოებას“, - განმარტა მან.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს შეყვანილ 19 პაცინეტთან ვირუსზე ტესტირების პასუხების ნეგატიური იყო, ხოლო დღეს მიღებული 7 პაციენტის პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„გუშინ 19 პაცინეტთან გაკეთდა, კვლავ 19-სთან უარყოფითი იყო პასუხი.

ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი 19 პაცინეტის მიღებული პასუხებიდან ხდება შეფასება მათი საკარანტინო სივრცეში გადაყვანის შესახებ, ზოგი თვითიზოლაციით ზოგი, საკარანტინო სივრცეში და ეს პროცესი გაგრძელდება.

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტზე პირველი უარყოფოთი პასუხი მიიღეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამეიდიცნო დირექტორმა, მარინა ეზუბაიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს მორიგი ტესტი 24 საათში ისევ გაუკეთდება და იმ შემთხვევაში თუ ტესტი კვლავ უარყოფით პასუხს აჩვენებს, ჩაითვლება, რომ პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა.

„ჩვენთან პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, მე-14 დღეს მასთან გაკეთდა ტესტირება ვირუსზე და მივიღეთ მცირე კონცენტრაციით. გუშინ განმეორდა მასთან ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. მაგრამ წესის მიხედვით აუცლებელია 24 საათის ინტერვალში განმეორდეს ტესტი და როცა მივიღებთ ნეგატურ პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია“-განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი 50 წლის მამაკაცია, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ვირუსი მას 26 თებერვალს დადასტურდა.



ამასობაში შემოვიდა 7 ახალი პაცინეტი, რომელთანაც დღეს დილით მოხდება ცხვირ-ხახის ნაცხის აღება სატესტიროდ და დღის მეორე ნახევარში ამათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი.

პარალელურ რეჟიმში მუდმივად ხდება შემოსვლა და გაწერა მოქალაქეების. დღის მეორე ნახევარში ალბათ კიდევ დაემატებიან ახალი პაცინეტები, რომელთა ტესტირება ჩატარდება მეორე ეტაპად დღის მეორე ნახევარში, რომლის პასუხს, ჩვენ ყოველთვის დილისთვის ვღებულობთ“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა