მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების ახალი წესები?

5e29413a3eb2e
ინგა მურუსიძე
23.01.20 12:00
2632
მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობებს კანონი დაარეგულირებს.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები არეგულირებს მარცვლეული კულტურების თესლის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ასევე ამ წესის მიზანია ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი თესლისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს წესი ვრცელდება ადგილობრივ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ თესლზე და არ ვრცელდება ექსპორტისთვის განკუთვნილ თესლზე.

მარცვლოვანი კულტურების ბაზარზე განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

კერძოდ, სათესლე მარცვლების მიმართ წაყენებული მოთხოვნებია: დაუშვებელია კულტურების მორიგეობით განლაგება ერთსა და იმავე ნაკვეთზე.

ერთსა და იმავე ნაკვეთზე მორიგეობით შეიძლება დაითესოს ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის, ბრინჯის და ტრიტიკალეს ერთი და იმავე ჯიშის უფრო დაბალი კატეგორიის თესლი.

კულტურას უნდა ჰქონდეს საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე, ინბრედ ხაზებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე აღწერილობაში მოცემული მახასიათებლების გათვალისწინებით. ჰიბრიდების მისაღებად, ზემოთ აღნიშნული მითითება ასევე ეხება კომპონენტების, მათ შორის, ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის ან ფერტილობის აღმდგენლების მახასიათებლებს.

დეტალური ინფორმაცია