16.მარტი .2020 20:15

როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებსა და საქართველოში?

views 581
უკან

ორი კვირის წინ ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, თუმცა გასული კვირის განმავლობაში დიდი ცვლილება არ ყოფილა. შუა კვირაში მცირედი კორექტირება მოხდა, მაგრამ შემდეგ კვლავ გაუფასურდა ღირებულება და Bloomberg-ის მიერ მოწოდებული ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი „შავი ოქრო“ ნიუ-იორკში 30 დოლარი და 13 ცენტი ღირს.

რაც შეეხება ლონდონს, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება და ფასიც მეტი გვაქვს, ტრენდი იგივე იყო და ამ ორ ბირჟაზე თითქმის გათანაბრდა ფასები. სხვაობა რამდენიმე ათეული ცენტია და ლონდონში 1 ბარელი ნავთობი $30.79 ღირს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი და OPEC-ის ქვეყნები კვლავ ვერ თანხმდებიან და ორივე მხარე აგრძელებს მოპოვების რაოდენობის გაზრდას, რაც კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს ნავთობის ფასებზე და მოთხოვნის შემცირების პარალელურად, ქვემოთ სწევს მის ინდექსებს. oilprice.com-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი განახევრებულია.

Reuters-ის ექსპერტების მიხედვით, მეორე კვარტალში საშუალოდ ბარელზე $30 დოლარი შენარჩუნდება, წლის განმავლობაში კი ბარელი ნავთობი დაახლოებით $37 ეღირება.

რაც შეეხება საქართველოს, საწვავის გაიფების ტენდენცია გრძელდება. თითქმის ყველა ნავთობკომპანიამ ბენზინი 2-დან 5 თეთრამდე გააიაფა.