18.მარტი .2020 21:20

როგორია პროდუქტის მარაგები ქვეყანაში - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

views 388
უკან

მარაგები ადგილზე არის საკმარისი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირი აჟiოტაჟი პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. გარკვეული შეფერხება არის ბურღულეულის მიმართულებით, ვინაიდან კლიმატური პირობების გამო, ლარსის საბაჟოზე ვერ ხერხდება სატვირთო მანქანების მოძრაობა.

„რაც შეეხება დეფიციტის საკითხს, დღეს საუბარია აჟიოტაჟურ მოთხოვნაზე. ამას საფუძველი არ გააჩნია, რადგან მარაგები ადგილზე არის საკმარისი. ჩვენ ვიცით რომ გარკვეული შეფერხებები შეიძლება შეიქმნას ბურღულეულის რამდენიმე სახეობაში, მაგრამ ესეც მინდა დაგარწმუნოთ, რომ არა იმიტომ ხდება, რომ მარაგთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშ ვართ, არამედ იმიტომ რომ კლიმატური პირობების გაუარესების გამო, ლარსი დროებით არის გადაკეტილი და შეფერხებულია სატვირთო მანქანების გადაადგილება, მაგრამ საკმარისი მარაგი არის გზაში და ეს არის უბრალოდ რამდენიმე დღის საკითხი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.