მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ქალების წილი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე მსოფლიოში

604de42f6c764
თათია კაკიაშვილი
14.03.21 18:50
1351

ინდირა განდიდან დაწყებული მარგარეტ ტეტჩერით დასრულებული, წარსულში ბევრი ქალი იკავებდა მნიშვნელოვან და გავლენიან პოზიციებს, რომლებიც, გლობალურ ეკონომიკასაც ემსახურებოდნენ. ამჟამად კი მსოფლიოში მხოლოდ 24 ქვეყანაა, სადაც მთავრობის მეთაური ქალია, მათ რიგებში ვხვდებით საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც. მასთან ერთად, მაია სანდუც ერთ-ერთია, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის დეკემბრიდან იკავებს.

დღესდღეობით მინისტრის თანამდებობაზე ქალების წილის შესამოწმებლად, მონიტორინგს საგარეო ურთიერთობათა საბჭო ახორციელებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საპარლამენტთაშორისო კავშირთან ერთად ამ მიზნით მსოფლიოს 195 ნაციონალურ კაბინეტს იკვლევს.

ქვეყნების ხუთეული, სადაც ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ყველაზე მაღალია, ასე გამოიყურება: ესპანეთი - 66.7%; ფინეთი - 61,1%; ნიკარაგუა - 58,8%; კოლუმბია - 57.9% და ავსტრია - 57,1%.

იმის მიუხედავად, რომ ქალები გლობალური მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, ისინი ყოველთვის არ არიან წარმოდგენილი მაღალ სახელისუფლებო თანამდებობებზე. მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანას ჰყავს მთავრობა დაკომპლექტებული მინიმუმ 50% ქალი მინისტრებით. ამასთან, სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ცხრა ქვეყანაში ქალი პოლიტიკოსები საერთოდ არ მართავენ სამინისტროებს და ასეთ ქვეყნებს შორის გვხვდება საუდის არაბეთი და ტაილანდი.

რაც შეეხება გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ის მთავრობის მეთაურის პოსტს უკვე დიდი ხანია იკავებს - ბოლო 15 წელია მერკელი ევროპის ფაქტობრივ ლიდერად განიხილება. თუმცა, 2021 წლის სექტემბერში ანგელა მერკელს, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, კანცლერის თანამდებობაზე ვეღარ ვიხილავთ.

ქალი პოლიტიკოსი ლიდერების მხრივ გამორჩეული ქვეყანაა შვეიცარიაც, რომელსაც 1946 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მმართველი 5 ქალი ჰყავდა, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ესტონეთი კი ის პიონერი ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც ქალია.

მართალია, მსოფლიოში ქალთა უფლებები და მათი წილი მაღალ თანამდებობებზე იზრდება, ნაკლებად პროგნოზირებადია, ეს ტენდენცია რამდენად პროგრესული იქნება მომავლის სამყაროში.