მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია სამედიცინო უნივერსიტეტში მოთავსებული 47 covid-ინფიცირებულის მდგომარეობა

5e89e4f25083d
თელარა გელანტია
05.04.20 18:04
1027
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული 61 პაციენტიდან 47-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს.

რატიანმა მედიას პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 7 პირი იმყოფება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 61 პაციენტია. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ინფიცირებულია 47 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარატამენტში არის 7 პაციენტი; მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა; პაციენტი არის 67 წლის. კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი, გემოდინამიკის რღვევით. ასევე, გვყავს ახალგაზრდა პაციენტი, 42 წლის, რომელიც გუშინ შემოიყვანეს; პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, გადაყვანილი იქნას აპარატზე. ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, მას აღენიშნება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ყველაზე სასიხარულოა ის, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 13 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ასევე, სტაბილურია 2 ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მედიას და მთლიანად საქართველოს, კიდევ ერთხელ, მაქსიმალური სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებს.