მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" მზაობა COVID-19-ის პაციენტების მისაღებად

5e8db027143e6
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.20 22:50
1146
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” COVID-19-ის მიმართ ჯგუფის მზაობის შესახებ ისაუბრა.

ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, ჯგუფის ჰოსპიტალური მიმართულება მზად არის სრულად დაუთმოს 600 საწოლი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, თუკი ვირუსის მქონეთა რაოდენობა შესაბამის მაჩვენებლამდე გაიზრდება. ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა მკურნალობაში ახალი კლინიკების ჩართვა მთავრობის მიერ განსაზღვრული რიგითობით მოხდება.

“მანამდეც სანამ ჰოსპიტალში მოვხდებოდი, კომპანიაში უკვე იყო დაწყებული მზაობა COVID-19-ის მიმართ. ჩვენ ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ ქვეყანაში სამედიცინო სერვისების და თავისთავად წინა ხაზზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც, სრულად ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენგან დღეს სრულ მზადყოფნაშია 600 საწოლი, რომელიც სახელმწიფოსთან შეთანხმებით რაღაც ოდენობას თუ მივაღწევთ ქვეყანაში ინფიცირებულებისა და იმედია არც მივაღწევთ ამ რაოდენობას, მაშინ იწყებს ჩართვას ჩვენი ჰოსპიტალი COVID-19-ის პაციენტთა მიღებას. მზადყოფნა ნიშნავს ინფრასტრუქტურულ მზადყოფნას და სტარტიდან 48 საათში ამ ჰოსპიტალების აღჭურვას შესაბამისი პერსონალით და აღჭურვილობით, რომლებიც მზად იქნებიან საშუალო და რთული სიმძიმის პაციენტებს უმკურნალონ.

ეს აღჭურვა ნიშნავს ამ ჰოსპიტალების სრულ იზოლაციას, რომ იქ რეცხვა, კვება და სხვა ყველაფერი ავტონომიურ რეჟიმზე გადავიდეს, რათა შემდგომ თავად ჰოსპიტალი არ გახდეს ინფიცირების წყარო, რაც მოხდა ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი და იტალია. სახელმწიფოს ჩვენ სრულად გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და 600 საწოლი ეს არც თუ ისე მცირე მაჩვენებლია. ჩვენ ქვეყნის სამ რეგიონში როდესაც დასჭირდება ეს სახელმწიფოს ჩავერთვებით. მანამდე კი მიდის მუდმივი ტრენინგები,”- ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძე გადაცემა "საქმიან დილაში"