მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია Socar Georgia Gas-ის 2020 წლის გეგმები

5e60e2b2057db
ვიქტორია მღებრიშვილი
05.03.20 22:00
2009
„იქნება თუ არა არჩევნები, ჩვენ მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ გაზი და ეს გაგრძელდება პოლიტიკური მდგომარებისა და აქტივობების მიუხედავად“, - ამის შესახებ BM.GE-ის „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა განუცხადა.

მისი შეფასებით, კომპანია საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს. ამ დროისთვის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად აღებული საინვესტიციო ვალდებულებები შესრულებულია და კომპანია სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განვითარებაზე აპირებს მუშაობას.

„საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შევასრულებთ ჩვენს საინვესტიციო ვალდებულებებს. 2018 წელს ჩვენი 250 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება შესრულებულია, რომლის შედეგად 300 000 ახალი აბონენტისთვის ქსელის მოწყობის სამუშაობი განხორციელდა. გაზიფიცირების სამუშაობის ჩატარების შემდეგ ჩვენი ინვესტიციები - მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ციფრული ტექნოლიგიების განვითარებასა და კომპანიის ზოგადი განვითარებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა აზერ მამმადოვმა.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის ინფორმაციით, მათ კომპანიის საინვესტიციო განაცხადი სემეკში აქვთ შეტანილი.

„ჩვენ საინვესტიციო პროგრამები შეთანხმებული უნდა იყოს მარეგულირებელთან, ახლა სემეკში შეტანილი გვაქვს განაცხადი საინვესტიციო მოცულობების შესახებ, რომელიც მათ მიერ უნდა დამტკიცდეს და ჩვენი ქსელის განვითარების ნებართვა მოგვეცეს“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.