მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია Starbucks-ის ხუთ სართულზე განთავსებული მსოფლიოში ყველაზე დიდი ობიექტი

5dcee6e7654e7
BM.GE
16.11.19 00:18
1572
ჩიკაგოში ყავის მწარმოებელი ამერიკული Starbucks-ის ყველაზე დიდი ობიექტი გაიხსნა.

ხუთ სართულზე განლაგებული კაფე და ყავის მაღაზია დაახლოებით 3250 კვ.მეტრის ფართობს მოიცავს. Starbucks-მა ყველაზე მსხვილი ობიექტის გახსნა ჯერ კიდევ 2017 წელს დააანონსა. მისი გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, 15 ნოემბერს გაიმართა. ვარაუდობენ, რომ ის ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ობიექტი გახდება. Starbucks-ის ახალ მაღაზიაში 200 ადამიანია დასაქმებული.

ამერიკული კომპანიის ახალი ობიექტი დიზაინითაც გამორჩეულია. მის სტუმრებს სხვადასხვა წესით მომზადებული ყავის დაგემოვნების და შეძენის შესაძლებლობა ექნება.