2020 წელი მრავალი ბრენდისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ყველაზე ღირებული გლობალური ბრენდების ნახევარზე მეტმა განიცადა ბრენდის ღირებულების კლება, დასჭირდა ფინანსურ პროგნოზების გადახედვა, გარკვეული ცვლილებები კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და საკუთარი უპირატესობების წარმოჩენა კონკურენტების მიმართ. თუმცა იქ, სადაც ზოგიერთი ბრენდი შეფერხდა, სხვები დომინირებას აგრძელებენ და ცდილობენ, მომხმარებლებისთვის ისე წარმოჩდნენ, როგორც არასდროს.
გამოცემა Visual Capitalist ავრცელებს Interbrand-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოვლენილ 50 ყველაზე ღირებულ გლობალურ ბრენდს. გამოცემის ცნობით, ბოლო მონაცემებით, Apple–ის ბრენდის ღირებულება $323 მილიარდია, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული ბრენდია. მას მეორე ადგილზე მოსდევს Amazon-ი, ხოლო მესამე ადგილს Microsoft-ი იკავებს. 2020 წელს ბრენდის ღირებულების საშუალო ზრდამ, სამივე ბრენდის შემთხვევაში, დაახლოებით 50%-ი შეადგინა.
მაგალითად, Microsoft–მა, რომელმაც, სხვათა შორის, წლის რეიტინგში Google–ს გაუსწრო, მხოლოდ ერთ დეკადაში ბრენდის ღირებულება 100 მილიარდი დოლარით გაზარდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა წლების განმავლობაში რეინვესტირება იმით შეძლო, რომ აქცენტი გააკეთა არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მისი პროდუქტი მომხმარებლის ცხოვრებაზე, არამედ იმაზეც, თუ რა გავლენას ახდენს ის სამყაროზე. კომპანია გვპირდება, რომ 2030 წლისთვის ე.წ. “ნახშირბად უარყოფითი” ანუ Carbon negative გახდება.
რაც შეეხება 2020 წლის ყველაზე ზრდად ბრენდებს, ამ მხრივ, Amazon-ი, Microsoft-ი, Spotify და Netflix-ი მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებენ. მათ არც ისე ჩამორჩება PayPal-ი - რომელმაც გასულ წელს, სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგად, 38%–იანი ზრდა აჩვენა. ასეთი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სულ ცოტა ხნის წინ, ბრენდის გადაწყვეტილება - კაპიტალის გადამისამართება აქციონერებისგან და ინვესტირება დაბალი რგოლის თანამშრომლებში, რომლებსაც, ბრენდის ადმინისტრაციის თქმით, პანდემიის დროს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ.
სხვა ბრენდების ნუსხაში, რომლებსაც ასევე საინტერესო 2020 წელი ჰქონდათ, არის: Instagram-ი, Tesla და YouTube - საგულისხმოა, რომ ამ რეიტინგში ყველა მათგანი ახალია და ბრენდის ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. მაგალითად, ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla–მ მხოლოდ თორმეტი თვის განმავლობაში საბაზრო კაპიტალიზაციის 769%–იანი ზრდა განიცადა, რამაც ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი გახადა.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ისიც, რომ რამდენადაც ფარმაცევტული კომპანიები მთელ მსოფლიოში ვაქცინების დარიგებას იწყებენ, მომხმარებლის ოპტიმიზმი იმდენად მზარდია. თუმცა, ამის ფონზე, რიგი კომპანიების ბრენდების მომავალი ამ დრომდე გაურკვევლად რჩება.
2000 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რეიტინგში 100 ყველაზე ღირებული გლობალური ბრენდიდან დღევანდელ სიაში მხოლოდ 41 შემორჩა. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში თითქმის 60 ძალიან გავლენიანი ბრენდი გაუფასურდა. და მაინც, არსებობს რამდენიმე გზა, რომლის მეშვეობითაც დღევანდელ ბრენდებს შეუძლიათ, ეკონომიკური სტაბილობა შექმნან და ამ შეშფოთებულ სამყაროშიც კი შეძლონ განვითარება:
ლიდერობა: ბრენდისთვის დამახასიათებელი ხარისხი, რომელიც მთელ ორგანიზაციაში შეუფერხებლად სრულდება.
ჩართულობა: მომხმარებლებთან მნიშვნელოვანი და თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბება.
შესაბამისობა: მომხმარებლების სურვილების ყოვლისმომცველობა და მათი მოლოდინის შესრულება პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვის მიღმა.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის გავლენას მომავალი წლების განმავლობაში სულ ვიგრძნობთ, ბრენდები, რომლებიც მომხმარებლების მოლოდინს დადებითად შეუცვლიან, საუკეთესო იარაღი იქნება ქარიშხლის გადასალახავად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი