04.ოქტომბერი .2020 22:00

როგორია უცხოელი სტუდენტების სტატისტიკა საქართველოში და რა ფაკულტეტებით ინტერესდებიან ისინი?

views 392
უკან

2019-2020 სასწავლო წლის მიხედვით, საქართველოში სულ 13 327 უცხოელი სტუდენტია რეგისტრირებული.

საქსტატის მონაცემებით, მათგან 2 943 ბაკალავრი, 10 382 მაგისტრანტი და რეზიდენტურის სტუდენტი, ხოლო 2 პროფესიული სასწავლებლის სტუდენტია. ამასთან, მათგან 5 222 სტუდენტი ქალია, დანარჩენი კი მამაკაცი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი სტუდენტი, მათ შორის მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზეც, სწავლობს ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებზე, ასევე, სოციალურ მეცნიერებებზე, ბიზნესსა და სამართალზე. ყველაზე ცოტა სტუდენტი კი ინტერესდება პროფესიული სწავლებით საქართველოში და მათი რიცხვი სულ 2-ს შეადგენს, ასევე ბოლო ადგილას არის სოფლის მეურნეობა, რომლითაც გასულ სასწავლო წელს სულ 10-მდე სტუდენტი დაინტერესდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 4 429 სტუდენტი სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლობს, ხოლო 8 898 - კერძოში.

რაც შეეხება 2018–2019 წლის სტატისტიკას, უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა ჯამში მაშინ მცირედით ნაკლები – 12 234 იყო. ცნობისთვის, 2015 წლიდან მოყოლებულ მათი რიცხვი მზარდია საქართველოში. 

წლევანდელი რაოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა, დიდია ალბათობა რომ პანდემიის გამო ახალი უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მცირე იქნება, მით უმეტეს რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში რეალურ რეჟიმში ჯერ არც აღდგენილა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა