მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ვითარება სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

5e8307f064885
ინგა მურუსიძე
31.03.20 13:14
757

"დღეს გადავწყვეტთ, რომელი კლინიკა გამოიყენებს იმ 2000 ტესტს, რომელიც ჩინეთიდან კვირას ჩამოვიდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, ქვეყანას აქვს 4000 ტესტი და ორივე მათგანს ალგორითმში გამოყენების თავისი ადგილი აქვს.

„2000 სწრაფი ტესტი, ანტიგენზე დამყარებული, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზს იმისთვის, რომ მოხდეს პასუხის მიღება, ჩამოვიდა ქვეყანაში კვირას. ჩვენ გვექნება დღეს შეხვედრა ექსპერტებთან, რათა განვსაზღვროთ თუ რომელ კლინიკაში მოხდება აღნიშნული ტესტების გამოყენება. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში.

რაც შეეხება მომწოდებლებთან მოლაპარაკებას, ისინი არიან არაერთი, მაგრამ მათ არ დავასახელებ. მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც - სამხრეთ კორეასთან, ისე - ჩინეთთან და გვპირდებიან, ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში. ჩვენ გვაქვს სერიოზული მუშაობა “ცეფეიდთან“, რადგან ის არის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია კარტრიჯების, რაც გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადებისთვის.

ყველა ჩვენს რაიონულ კლინიკას აქვს შესაძლებლობა, ეს კარტრიჯები გამოიყენოს. „ცეფეიდის“ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოობის და სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე. მოლაპარაკების სწრაფად დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კარტრიჯებზე არის ქვეყნების რიგი და ჩვენ ამ რიგში ვდგავართ. იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოს გვექნება კონკრეტული თარიღი როდის მიიღებს ქვეყანა „ცეფეიდის“ კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირებას ცხელების შემთხვევაში“, - განაცხადა გაბუნიამ.