მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rolls-Royce-ი 250,000 სტერლინგად შეფასებული ავტომობილის წარმოებას იწყებს

5f4f96f911dd6
ნათია თაქთაქიშვილი
02.09.20 18:40
616
Rolls-Royce-ის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, ძვირადღირებულ მანქანებზე გლობალური მოთხოვნა გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Rolls-Royce-ის ხელმძღვანელი ტორსტენ მიულერ-ოტოვოსი აცხადებს, რომ აზიის, ევროპის და აშშ-ის ბაზრები "ნორმალურ მდგომარეობას“ მეტნაკლებად დაუბრუნდნენ.

საქმე ეხება Rolls-Royce-ის უახლესი მოდელის Ghost-ის წარმოების დაწყებას, რომლის სავარაუდო გასაყიდი ფასი, დაახლოებით, 250,000 ბრიტანული სტერლინგია.

ტორსტენ მიულერ-ოტოვოსის შეფასებით, 2020 წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 30%-ით შემცირდა და Rolls-Royce-სს რამდენიმე კვირა, როცა კოვიდ-19-ის პიკი იყო, წარმოების შეჩერებაც მოუწია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა „უკეთესობისკენ“ შეიცვალა.

შეგახსენებთ, Rolls-Royce-სს არსებობის 116-წლიანი ისტორიის მანძილზე 2019 წელს გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. გამოცემის მიხედვით, Rolls-Royce-ისთვის სტრატეგიულ ბაზრებს წარმოადგენს აშშ, ჩინეთი და თავად დიდი ბრიტანეთი, რომელზეც გაყიდვების 10% მოდის.