მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rolls-Royce-ი ინდივიდუალურ შეკვეთებზე იმუშავებს

60b0e3b6b0f4a
ნათია თაქთაქიშვილი
29.05.21 00:40
871
ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Rolls-Royce-მა ახალი პროექტი Rolls-Royce Coachbuild-ი წარადგინა, რომელიც მდიდარ მომხმარებლებთან ინდივიდუალურ შეკვეთებზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ნებისმიერი დიზაინის და ტიპის ავტომობილის შექმნა იქნება შესაძლებელი, სადაც მთლიანად კლიენტის ინტერესები და გემოვნება იქნება გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე უჭირს ავტოკონცერნს დაასახელოს ექსკლუზიური ავტომობილების ღირებულება, თუმცა სავარაუდოდ ასეთი მანქანის ფასი რამდენიმე მილიონ დოლარს გაუტოლდება.

„ჩვენი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ვუსმინოთ კლიენტებს, თუმცა ამ ეტაპზე გვინდა მათი სურვილებიც ინდივიდუალურად იქნას გათვალისწინებული“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, Rolls-Royce-ი ისეთი ძვირად ღირებული ავტომობილების საწარმოებს აერთიანებს როგორიც Bentley და Porsche-ა.