28.აგვისტო .2020 15:20

Rolls-Royce-ი რეკორდულ ზარალზე აცხადებს

views 535
უკან

General Electric-ის შემდეგ, თვითმფრინავების ძრავების მეორე უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია, ბრიტანული გიგანტი Rolls-Royce-ი რეკორდულ ზარალზე აცხადებს. კომპანიის განცხადებით, 2020 წლის პირველ ნახევარში კომპანიის საავიაციო ბიზნესის ზარალმა 5.4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

კომპანიის აღმასრულებლმა დირექტორმა უორენ ისტმა BBC-ის განუცხადა, რომ ის მდგომარეობის გამოსწორებას მომდევო 5 წლის განმავლობაში მოელის, ხოლო მოკლევადიან პერიოდში ეს ნაკელბად სავარაუდოა.

მიმდინარე კვირის ოთხშბათს, კომპანიამ ორი საწარმო დახურა და შესაბამისად 3,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რაც ადრე დაანონსებული ხარჯების შემცირების პოლიტიკს ნაწილია.

Rolls-Royce-ს მსოფლიოს მასშტაბით 3 დიდ ქარხანს ფლობს, რომლებიც თვითმფრინავების ძრავების აწყობაზე მუშაობენ, სავარაუდოდ მათი კონსოლიდაცია დერბიში განთავსებულ Rolls-Royce-ს ძირითად ქარხანაში მოხდება.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიას მსოფლიოს მასშტბით 50,000 თანამშრომელი ჰყავს.

რაც შეეხება კომპანიის ავტომობილების მიმართულებას, ის უშუალოდ Rolls-Royce-ის საკუთრებაში არაა, რადგან 1998 წლიდან კომპანიის საავტომობილო ბრენდი BMW-ს საკუთრებაშია და გერამნული ავგომწარმოებლის სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს. შესაბამისად, დღეისთვის თავად Rolls-Royce-ის ძირითადი საქმიანობა რეაქტიული ძრავების წარმოებაა.