მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rolls-Royce-მა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი შექმნა

604626495c55d
ნათია თაქთაქიშვილი
08.03.21 17:30
1061
კომპანია Rolls-Royce-მა მსოფლიოში პირველი ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი შექმნა. ელექტრო თვითმფრინავის ძრავს საათში 400 კილომეტრზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლია.

Rolls-Royce-ში აცხადებენ, რომ ელექტრო თვითმფრინავის სატესტო ფრენა მიმდინარე წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

როგორც რობ უოტსონი აცხადებს, თვითმფრინავების ელექტროფიცირება მათი მდგრადი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფის მინიმუმამდე შემცირებაა.

შეგახსენებთ, ახალი თვითმფრინავის შესაქმნელად, კონცეფცია კომპანია Rolls-Royce-მა 2019 წელს წარმოადგინა, რითიც სიჩქარის რეკორდის მოხსნაზე განაცხადი გააკეთა. კერძოდ, ამ დრომდე 400 კმ/სთ სიჩქარეს 2017 წელს Siemens-ის მიერ შექმნილი ავტომანქანა ანვითარებდა.