მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რომ არა ივანიშვილი, წყალტუბო დიდი ხნის ამუშავებული იქნებოდა" - რას იხსენებს დეპუტატი

5db80ed27ec3e
BM.GE
29.10.19 14:15
1541

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი დაანონსა. ივანიშვილის თქმით, ის ბალნეოლოგიურ კურორტზე მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს შეისყიდის და მათ რეაბილიტაციას მოახდენს.

ბიძინა ივანიშვილის პროექტთან დაკავშირებით  facebook-ის საკუთარ გვერდზე "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა პოსტი გამოაქვეყნა.

კანდელაკი წერს, რომ წყალტუბოს განვითარება თავად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობამ შეაფერხა, რისი მიზეზიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის "არამიზნობრივ ხარჯად" გამოცხადება და აეროპორტის დაბალი ტემპით განვითარება გახდა.

"პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი რომ არ გამოეცხადებინა „არამიზნობრივ ხარჯად“ 2013 წელს და ამ აეროპორტს რომ მისცემოდა დაგეგმილ სიმძლავრეზე - ანუ ორ მილიონ მგზავრზე - გასვლის შესაძლებლობა (რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო), წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული და დატვირთული იქნებოდა, პირველ რიგში, ევროპელი ვიზიტორებით. ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დიდი ხნის ნაშოვნი ექნებოდა სამსახური. ელემენტარული ციფრებია.

2012 წელს რამენიმე სასტუმროში, მათ შორის „შახტიორში“ (რომელიც ყველაზე დიდია) გახურებული სამუშაოები მიმდინარეობდა. 2013 წელსვე პრემიერ ივანიშვილის მიერ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე საუბრის გამო, ინვესტორებმა ისე მოძუძგეს წყალტუბოდან, რომ უკანაც არ მოუხედიათ.

სანამ რამეს ვიტყვით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი არ დავივიწყოთ", - წერს გიორგი კანდელაკი  facebook-ზე. 

წყალტუბოს სანატორიუმების შესყიდვისა და ადგილზე დაგეგმილი პროექტის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე