საქართველოში მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის საფასურს 2013 წლიდან მოყოლებული “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” ნაწილობრივ ასუბსიდირებს. BMG Talks-ის ეთერში სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამ დაფინანსების გარეშე, ბუნებრივი აირის ღირებულება “გაცილებით მაღალი” იქნებოდა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სახელმწიფოს კუთვნილ კორპორაციას ბუნებრივი აირის ფასდაკლებით რეალიზაცია 200 მილიონი ლარი დაუჯდა, 2021 წელს კი ამ ფასდაკლების ღირებულება კომპანიისთვის 300 მილიონი ლარის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს. შესაბამისად, 2020-2021 წლებში კომპანიას სუბსიდირების პროცესი 500 მილიონი ლარი დაუჯდა.
“ნავთობისა და გაზის კორპორაციას საკმაოდ მძიმე ტვირთი აწევს, რადგანაც ის შეეხიდა საყოფაცხოვრებო სექტორს და ის საკუთარი მოგების ხარჯზე, ტარიფის გარკვეულ ნაწილს აფინანსებს. შესაბამისად, ჩვენ რეალურად უფრო დაბალი ტარიფები გვაქვს დადგენილი, რადგან იგივე 56 თეთრი, რომელიც არის რეგიონებში და დაახლოებით ამდენივეა დედაქალაქშიც კუბური მეტრი გაზის ფასი. რომ არა ნავთობისა და გაზის კორპორაციის სოლიდური რესურსები, რომელსაც ის ხარჯავს და 200 მილიონზე მეტს ხარჯავს თითქმის ყოველწლიურად და ამის შესახებ თქვენი ანალიტიკაც იყო ამაზე გამოქვეყნებული. რომ არა ეს დაფინანსება, ტარიფი გაცილებით მაღალი იქნებოდა.
ზოგადად მოსახლეობის სექტორისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად ვიღებთ აზერბაიჯანიდან გაზს, ვიდრე კომერციული სექტორისთვის. თუმცა, რომ არა დამატებით “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სუბსიდია, ტარიფი მაინც მიუახლოვდებოდა დღეს არსებულ კომერციულ ტარიფს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
"ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მთავრობის დავალებით მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის სუბსიდირება 2013 წელს დაიწყო. მაშინ სუბსიდიის დაწყებას სამომხმარებლო ტარიფის 5 თეთრით შემცირება მოყვა. თუმცა, ლარის გაუფასურების რამდენიმე ტალღის ფონზე, გაზის საფასურის შედარებით სტაბილურ დონეზე შენარჩუნებისთვის კომპანიამ საკუთარი სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კომპანიის მიერ სოციალური სექტორისთვის გაზის სარეალიზაციო ფასზე გაკეთებული შეღავათი/სუბსიდია 1000 კუბურ მეტრზე 15 დოლარი იყო, 2019 წელს ის 25.4 დოლარამდე, 2020 წელს კი 40.51 დოლარამდე გაიზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი