საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, „რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა".
ასე ეხმაურება სებ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გაუმჯობესებას, ხოლო რეიტინგის უცვლელად, BB დონეზე დატოვებას.
„Fitch-ის მხრიდან მნიშვნელოვანი და ლოგიკური შეფასებაა, თუ როგორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო პანდემია, პანდემიის შემდგომი პერიოდი და რეგიონში მიმდინარე ომის პერიოდი.
სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში აბსოლუტურად სწორად არის აღნიშნული ის დადებითი მომენტები, რაც გულისხმობს სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარებას ეროვნული ბანკის მიერ, დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირებას.
ამასთან, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყნის ფინანსები იყოს მდგრადი და ამავდროულად, დაეხმაროს ინფლაციის შემცირებას.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ლოგიკური ნაბიჯი იმისკენ, რომ მომავალში ქვეყნის სუვერენული რეიტინგი კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესდეს, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე. ესეც აუცილებლად მოხდება და როგორც ადრე აღმინიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართვლოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
რა არის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი და რა გამოყენება აქვს მას?
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი