მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომ არა "ლოქდაუნი" 2020 წელს 6.1%-ის ნაცვლად 4.1%-იანი ვარდნა იქნებოდა - Galt & Taggart

602a7ade3ef09
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.21 18:07
885
Galt & Taggart-ის შეფასებით, რომ არა მეორე "ლოქდაუნი", 2020 წელს საქართველოში 6.1%-იანი რეცესიის ნაცვლად 4.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა. 

საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის განცხადებით, 2021 წელს მათი საბაზისო პროგნოზით, შესაძლებელი იქნება 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაშიც ქვეყანას ტურიზმის შედარებითი აღდგენა უნდა დაეხმაროს. ამასთან, თუკი გამკაცრებული ვითარება უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მაშინ წელს ეკონომიკა 3.6%-ით გაიზრდება. ამასთან, Galt & Taggart-ი საკუთარ სცენარებში მორიგი "ლოქდაუნის" ალბათობას არ განიხილავს, თუმცა, ლაშა ქავთარაძის თქმით "ლოქდაუნის" შემთხვევაში ზრდა 1%-ით ნაკლები იქნება. 

საინვესტიციო ბანკი ლარის გაცვლითი კურსის შემდგომი გამყარების ძირითად წინაპირობად ტურიზმის აღდგენას ასახელებს.

ინფლაციასთან დაკავშირებით საბაზისო სცენარის მიხედვით 4.5%-ით არის წელს ფასების ზრდა მოსალოდნელი, ხოლო პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, ინფლაციის მაჩვენებელი 5-6% იქნება. 

შესაბამისად, თუკი პესიმისტური სცენარით განვითარდება მოვლენები, მაშინ ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 1%-იანი ზრდაც არ არის გამორიცხული. 

საბანკო სექტორის მიმართულებით Galt & Taggart-ი პროგნოზირებს, რომ წელს დაკრედიტება 10-12%-ით გაიზრდება, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი, სესხების ზრდა 5-7%-ის ფარგლებში არის ნავარაუდევი.