მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომ არა რუსეთის აგრესიული ქმედება უკრაინაში, დღეს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის აუცილებლობა არ იქნებოდა – სებ–ი

62442573250cd
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.22 14:23
1046
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რომ არა რუსეთის აგრესიული ქმედება, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის აუცილებლობა დღეს არ იქნებოდა. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 11% შეადგინა.

„შემიძლია პირდაპირ ვთქვა: რომ არა რუსეთის აგრესიული ქმედება უკრაინაში, 24 თებერვლიდან დაწყებული, დღეს ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა ნამდვილად არ იქნებოდა. სამწუხაროდ, სწორედ ამ გაუარესებულმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა ამის აუცილებლობა შექმნა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდება და ინფლაცია მოგვცემს საშუალებას, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირება დროულად დავიწყოთ“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა მპკ-ს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.