03.მაისი .2020 12:19

რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, კახეთში მოსავლის 90% არ იქნებოდა- გუბერნატორი

views 613
უკან

კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ „რომ არ იყოს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში, მოსავლის 90% საერთოდ არ იქნებიდა".

„გუშინ 790 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ღრუბელის ფრონტი შემოვიდა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული როგორც სეტყვის ღრუბელი. რომ არ ამ სისტემის ეფექტური მუშაობა გვექნებოდა ტოტალური დასეტყვა“-აცხადებს ქადაგიშვილი.

რაც შეეხება ზარალს, გუბერნატორის თქმით, ვენახის ზარალი მინიმალურია და ძირითადად იყო ერთწლოვან კულტურებზე მოსული სექტყვა.

„არის ზარალი, მაგრამ არანაირ ტოტალურ ზარალზე საუბარი არ არის“-აცხადებს ქადაგიშვილი და მოსახლეობას მოუწოდებს ისარგებლოს მთავრობის დახმარებით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, რის შესახებაც მისი თქმით, მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული.

შეგახსენებთ,კახეთში მოსულმა სეტყვამ, რეგიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ხუთ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესების გასანეიტრალებლად გუშინ 130-მდე რაკეტა გაისროლა.

"ზემოქმედების შედეგად მაქსიმალურად მოხერხდა რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება. ნალექის უდიდესი ნაწილი ძლიერი წვიმის სახით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე ჩამოიცალა.".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა