მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომ შემეძლოს, „ლიბერთის“ დიდი სიამოვნებით გავყიდდი იმ ფასად, რა ფასადაც ვიყიდე - რუხაძე

60d57ca429dea
თელარა გელანტია
25.06.21 11:18
12403
„რომ შემეძლოს იმ ფასად გავყიდო, რა ფასადაც ვიყიდე, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას“, - ეს განცხადება ტელეკომპანია „მაესტროსთან“ "ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ გააკეთა.

საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, პარლამენტში აქტუალობას არ კარგავს საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის თემა და არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში სახელმწიფოსა და „ლიბერთის“ შორის გაფორმებული შესაბამისი კონტრაქტი ვადაზე ადრე (2022 წლამდე) გაუქმდეს და ახალი ტენდერის მომზადება დაიწყოს.

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს ეჭვი აქვს, რომ წინასაარჩევნოდ ადგილი აქვს მისი დისკრედიტაციის მცდელობას.

„ძალიან დიდი ხანია და რატომღაც არჩევნების წინ ხდება ხოლმე, რომ მიზანმიმართულად მიდის ჩემი ბანკის და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა და ეს ყველაფერი ემყარება ან უბრალოდ სიცრუეს ან ადამიანებს ფაქტები არ ესმით... საუბარი იმაზე, რომ მე პირადად გავმდიდრდი... კაპიკი არ გამიტანია „ლიბერთი ბანკიდან“ და არც ვაპირებ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში... რომ შემეძლოს იმ ფასად გავყიდო, რა ფასადაც ვიყიდე, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.

ამასთან, „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სახელმწიფოსა და ბანკს შორის გაფორმებული კონტრაქტის გადახედვის ალბათობა ძალიან უხარია.

„მთავარია, ჩვენ გვინდა და ძალიან გვიხარია, რომ ეს კონტრაქტი გადაიხედოს და მოხდება მისი შეცვლა“, - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, „ლიბერთის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი აცხადებს, რომ ბანკი მზადაა, არსებული კონტრაქტი დღესვე გაწყდეს.

„ტექნიკური შესაძლებლბა თუ იქნება, მზად ვართ, ეს კონტრაქტი დღესვე გაწყდეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება და ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ტენდერის ჩატარების პროცესი იყოს აუცილებლად გამჭვირვალე და ჩვენი როლი თუ რამე იქნება, რომ დავეხმაროთ მის გაჭვირვალედ ჩატარებაში,, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით“, - აცხადებს ვასილ ხოდელი.

ცნობისთვის: 2020 წლის ივლისში bm.ge-ის "ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ განუცხადა, რომ „ლიბერთი ბანკს“ „ქართუ ბანკის“ ყიდვა ისევ სურს. აღნიშნული 2 ბანკის შერწყმაზე უკვე რამდენიმე წელია საუბარი მიდის. “ქართუს“ გაყიდვას 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა”, - განაცხადა ჟურნალ Enterpreneur-თან ინტერვიუში საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს.