მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან ფიფიას წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

5eb83071d6838
BM.GE
10.05.20 20:42
2144
ბიზნესმენ რომან ფიფიას წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს, რომელიც დღეს გადაცემა “Forbes-ის კვირაში” გასულ ინფორმაციას ეხება. ბიზნესმენის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ გადაცემაში ინფორმაციის უზუსტოდ გავრცელება მოხდა და რომან ფიფიას არ აქვს შემხებლობა საქართველოში მიმდინარე სასამართლო დავასთან რომელშიც რამდენიმე კომპანია არის ჩართული. BMG ამ განცხადებას სრული სახით გთავაზობთ.

ბიზნესმენ რომან ფიფიას წარმომადგენლის განცხადება:

“დღეს დილით, სოციალური ქსელით გასული სიუჟეტი შეიცავდა უზუსტო ინფორმაციას, რომლის შესახებ მინდა გავაკეთო განცხადება.

ინგლისის სასამართლოში, რომან ფიფია BGEO plc-ს წინააღმდეგ დავის ფარგლებში, BGEO ჯგუფს დაევალა გახსნას ინფორმაცია/დოკუმენტები, მის კონტროლქვეშ არსებული სუბიექტებიდან, კერძოდ BGEO საქართველო და საქართველოს ბანკიდან, ინგლისისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ინგლისის სასამართლო განიხილავს დავას რომან ფიფია BGEO PLC-s წინააღმდეგ, იმის თაობაზე, რომ BGEO ჯგუფმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა:
• არაკანონიერად მოითხოვა შპს რუსთავი აზოტის სესხის დაჩქარებულად გადახდა
• მოაწყო უკანონო აუქციონი
• არასამართლიანი და საბაზროზე მნიშვნელოვნად დაბალი ღირებულებით გაასხვისა აქტივები
• უკანონოდ მიიტაცა და თვალთმაქცურად დაისაკუთრა შპს რუსთვის აზოტის აქტივები
• მიაყენა ზიანი შპს რუსთვის აზოტის საბოლოო მესაკუთრეს

რომან ფიფიას მიერ არ მიმდინარეობს დავა საქართველოს სასამართლოში, რუსთავის აზოტთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული დავა არის ინიცირებული EWUB ბანკის მიერ საქართველოს ბანკის წინააღმდეგ და მხარეები ბოლო 3 წელია აწარმოებენ ფარულ მოლაპარაკებებს რუსთავის აზოტთან დაკავშირებით. შესაბამისად, რომან ფიფია აწარმოებს დავას ლუქსემბურგის სასამართლოში EWUB ბანკის წინააღმდეგ, რაზეს არაერთხალ აქვს გაცხადებული პრესაში.

ინგლისის სასამართლოში დავის მოცულობა არის მინიმუმ 286 მილიონი აშშ დოლარი და ზიანის სრული ოდენობა განისაზღვრება ინგლისელი ექსპერტების შეფასების თანახმად, რომელიც შესაძლოა 994 მილიონი აშშ დოლარიზე მეტიც იყოს.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ დავას და BGEO ანგარიშს*, რომელშიც მათ განაცხადეს რომ რომან ფიფიას და მასთან დაკავშირებულ მხარეს აქვს დავალიანება მიახლოვებით 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, არ შეესაბამება სიმართლეს და საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციამ და მათშორის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ბანკის საწინააღმდეგოდ როგორც არაკანონიერი მოთხოვნა,”- ნათქვამია განცხადებაში.