15.ოქტომბერი .2019 17:00

რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სურვილით ანაკლიის პორტი დაასამარა

views 250
უკან

„ნაციონალური მოძრაობის“ და პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში პროექტი არ განხორციელდება.

მისი თქმით, "ჯერ კიდევ 1 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სურვილით პორტი დაასამარა და ამის ხმამაღლა გამოცხადება მხოლოდ დროის საკითხია".

"1 წლის წინ ვთქვი და გავიმეორებ, ანაკლიის პროექტი რუსეთის სურვილით დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს ეს ოფიციალურად გაფორმდება ან არ არის გამორიცხული, რაღაც დროით გადაიდოს, მძაფრი რეაქცია რომ არ მოჰყვეს საზოგადოების ან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ანაკლიის პროექტი ამ ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდება. ეს არის ნათელი",  - აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის $120 მილიონით შევსებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან $400 მილიონის სესხის გაცემის შესახებ წინასწარი თანხმობის წარსადგენად ვადა დღის ბოლომდე მისცა. აღნიშნული ვადა, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც არის ასახული.
კონსორციუმის მიერ შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს მთავრობა 16 ოქტომბრიდან კონსორციუმთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მედიას განუცხადა, რომ დღეს არანაიარი დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა