მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე: მთავრობა ზრდის შიდა ვალს, რაც უარყოფითად აისახება ლარის კურსზე

5d89f4492412d
თელარა გელანტია
24.09.19 14:45
1150
„ხარჯების უდიდესი ნაწილი უკვე გაწეულია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს ეს ბიუჯეტი ჯერ არ დაუმტკიცებია“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ 2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდია შანსი, რომ თანხები უკვე გახარჯულია და ახლა სიტუაციის გამოსწორება მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებით სურს.

"შემდეგ, ბოლოში მოხდება ამ თანხის შიდა ვალის ზრდით გადაფარვა. მთავრობა ზრდის შიდა ვალს, რაც უარყოფითად აისახება ლარის კურსზე... მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი არის ერთ-ერთი მამხილებელი იმისა, რომ ლარის გაუფასურებაში ლომის წვლილი მიუძღვის მთავრობას. ასევე, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის შეცდომებს, მაგრამ ის უსარგებლო და არასწორი ხარჯვა, რომელიც იყო ბოლო თვეების განმავლობაში, გახდა ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი და გადაბრალება, რომ უცხოეთიდან ვალუტა არ შემოდის, აღმოჩნდა ტყუილი.

მიუხედავად ტურიზმში არსებული კლებისა რუსეთიდან, საგადამხდელო ბალანსის ის ნაწილი, საიდანაც ხდებოდა უცხოური ვალუტის შემოდინება, გაიზარდა. მიუხედავად ინვესტიციის კლებისა, სხვა მიმართულებებიდან იყო შევსებული როგორიც იყო ტრანსფერები, როგორიც იყო ტურიზმი და ა.შ. ლარის გაუფასურებაში დამნაშავე არის მთავრობა. ეს ხარჯები, რომლებიც უნდა იყოს გაწეული, უკვე დახარჯულია ზაფხულში. პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2 მილიონს რომ გამოუყოფენ, შემდეგ თვეებში კი არ დახარჯავს, ეს დიდი ალბათობით უკვე გაწეული ხარჯების იძულებითი დაფარვაა, თორემ დღევანდელ მდგომარეობაში, 2 მილიონს კი არა, რა ფულიც აქვს, იმასაც წაართმევდნენ.

ბიუჯეტის ნაშთები კლებულობს. ეს ნიშნავს, რომ არსებული ფული ამოდის და პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე იხარჯება ამ პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, თბილისის მერიამ კრედიტი აიღო, ფული დახარჯა და ახლა ბიუჯეტმა უნდა მისცეს ის თანხები, რომლითაც შემდეგ ბანკის ვალი უნდა გადაიხადოს", - აცხადებს გოცირიძე.