მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე: ნუ ეშინია ივანიშვილის, პრემიერი ავლაბრის რეზიდენციაში უნდა გადავიდეს

5d8a2acb5dbc0
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 23:10
1536
„ქვეყანაში ორი პრეზიდენტის სასახლე არსებობს, ეს აბსოლუტური უგუნურობაა,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატის ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი ავლაბრის რეზიდენციაში უნდა გადავიდეს.

„წელიწადში ერთხელ სტუმარი შემოვა და ავლაბრის რეზიდენციის კარს გააღებენ. მაშინ სჯობს, საქორწილო ან საბანკეტო დარბაზებად გააქირაონ და ღამის განათების ფულს მაინც დაფარავენ", - ამბობს დეპუტატი და იქვე დასძენს, რომ  "პრემიერ-მინისტრი ავლაბრის სასახლეში დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს".

"ნუ ეშინია ბიძინა ივანიშვილის. კეთილი ინებონ და ხალხის სიმდიდრეს გაუფრთხილდნენ, ხოლო გამოთავისუფლებული ფართი, როგორც უნდათ გამოიყენონ. ავლაბრის რეზიდენცია წლების განმავლობაში ასე ვერ იქნება. მითუმეტეს ის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საინჟინრო ნაგებობებით და სამხედრო თვალსაზრისით ქვეყნის ნომერ პირველი პირისათვის შექმნილი დაწესებულებაა",  - აღნიშნა გოცირიძემ.