ტელეკომპანიებს უფლება აქვთ, არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების გამო საგადასახადო ბოიკოტი გამოაცხადონ, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.
„სანამ ხელისუფლების რუპორი ”იმედი” არ დაფარავს წლების განმავლობაში ნაგროვებ საბიუჯეტო დავალიანებას, ყველა ტელეკომპანიას აქვს უფლება, უარი თქვას გადასახადების გადახდაზე. ”იმედი ჰოლდინგში“ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო ვალის დაგროვება მოხდა ხელისუფლების ნებართვით. ეს არის დანაშაული და ყველა ფინანსთა მინისტრი და სხვა პირიც, ვისთანაც იყო შეთანხმებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება, დაისჯება კანონის ძალით. ტელეკომპანიებს აქვთ უფლება, კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევისა და მედიასტრუქტურების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების გამო გამოაცხადონ საგადასახადო ბოიკოტი და საერთაშორისო რეზონანსი მისცენ მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის