მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე: "ვინც იჩქარა, დაზარალდა"

5e806131bbb5c
BM.GE
29.03.20 13:20
1511

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე  სოციალურ ქსელში ცენტრალური ბანკის მხრიდან გაუფასურებული ლარისა და მზარდი ფასების პირობებში საბანკო სექტორის რეფინანსირების სესხებით "განებივრების" შესახებ წერს. 


"გუშინ ეროვნულმა ბანკმა სარეკორდო ოდენობის ერთკვირიანი სესხი გასცა-2,420 მილიარდი ლარი. წინა კვირას მხოლოდ 1,850 მილიარდი ლარი იყო. ამას დაემატა 400 მილიონი ლარი ერთთვიანი სესხების სახით.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: როცა ერთი ხელით ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების შედეგად, 100 მილიონი დოლარის გაყიდვით, მიმოქცევიდან ამოიღო 300 მილიონი ლარი, მეორე ხელით რატომ დააბრუნა უფრო მეტი უკან?

ეს ის შემთხვევაა, როცა კრიტიკისგან თავს შევიკავებ.

როგორ უნდა ავხსნათ ეს? რად უნდა კომერციულ ბანკებს ამდენი ფული, როცა ყველაფერი გაჩერებულია და სესხებზე მოთხოვნა მინიმუმამდე არის დასული? უნდა იმიტომ, რომ პანიკურად მიაწყდა ხალხი ბანკომატებს, გამოაქვთ ფული და ყიდულობენ დოლარს და მასობრივად ხდება ანაბრებიდან ლარების გამოტანა ან დოლარში გადაყვანა. ასევე მოიქცა ზოგი იურიდიული პირიც. ანუ კომერციულმა ბანკებმა ლარები მოიმარაგეს ამ პროცესის გაგრძელების შემთხვავაში მასზე აჟიოტაჟური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. '

იმედია, ბანკებს ამ ფულის გამოყენება არ დასჭირდებათ. პანიკამ და პირველმა ტალღამ გადაიარა. ვინც იჩქარა, დაზარალდა. დაკარგა ლარის ანაბარზე დარიცხული პროცენტი და ძვირად შეიძინა დოლარი. პროცესების დაწყნარება მოხდა მინიმალური ინტერვენციით. მან ამ ეტაპზე იმუშავა. ლარის მკვეთრი გაუფასურება პანიკის ბრალი იყო და არა ფუნდამენტური ცვლილებების. ასეთი ცვლილებები ნელ-ნელა თავს იჩენს მოგვიანებით. ამას კი ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს ჯანსაღი ბიუჯეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და უცხოური დახმარებების რაც შეიძლება სწრაფად მოზიდვა. ილუზიებში ნუ ჩავვარდებით, ეს უკანასკნელი არ იქნება დიდი. დასახმარებელი ძალიან ბევრია.

წინ გველოდება სამწლიანი აღდგენის პერიოდი. ბევრი რამ ისე არ იქნება, როგორც ეს ვირუსამდე იყო. გადავიტანთ. მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ"-აცხადებს რომან გოცირიძე.