მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია ანაკლიის პორტზე: "ერთ წელიწადში ნახეთ რამხელა შედეგი იქნება..."

5e184924f423b
თელარა გელანტია
10.01.20 14:20
1608
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია გამორიცხავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი დაპაუზდეს.

როგორც კაკულიამ bm.ge-ს განუცხადა, ერთი წლის თავზე პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი შედეგი იქნება მიღწეული.

„გამოვრიცხავ პროექტის დაპაუზებას, ერთ წელიწადში ნახეთ რამხელა შედეგი იქნება მიღწეული. გამორიცხულია ვინმეს უნდოდეს პროექტის დაპაუზება. მტრები ხომ არ ვართ ამ ქვეყნის?! როგორ შეიძლება ვინმეს ამ პროექტის დაპაუზება უნდოდეს?! მთავრობა ვალდებულია გამოიჩინოს სიფრთხილე, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პორტის ფუნქციონირებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს პორტის ფუნქციონირებას ისეთ მშვიდობიან ქვეყანაში, რომელშიც ბიზნესის კეთებას ექნება აზრი“, - განაცხადა კაკულიამ.