17.მარტი .2020 14:39

რომან კაკულია ბიზნეს კომპანიებს მოუწოდებს, მარაგების რეგულირებაში შიდა კონტროლი დააწესონ

views 334
უკან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ბიზნესებს მოუწოდებს, მარაგების რეგულირებაში შიდა კონტროლი დააწესონ.

როგორც კაკულიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დაუშვებელია, ბიზნესებმა ისარგებლონ სიტუაციით და შემოსავლების გაზრდას ცდილობენ.

„აუცილებელია, პანიკის გამორიცხვა. ჩვენი ქვეყანა არის ძალიან პატარა და ადამიანმა იცის, ვინ არის ყველა სუპერმარკეტის და აფთიაქის მფლობელი. შეიძლება, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობით დარეგულირდეს, მაგრამ მინდა, ბიზნესმენებს ვთხოვო, გარკვეული მარაგების რეგულირებაში შეიძლება დაწესდეს შიდა კონტროლი. ადამიანი, რომელიც ახლა მიდის წიწიბურას საყიდლად, არ არის აუცილებელი 25 კგ ერთად შეიძინოს და ეს შეზღუდვა შეიძლება სუპერმარკეტმა თვითონვე გააკეთოს. ყველა, ვინც ბიზნესს აკეთებთ, ქვეყნის გარდა შვილების მომავალზე ფიქრობთ და მე ეს კარგად მესმის, მაგრამ შვილებს ფინანსური რესურსების დატოვების გარდა სჭირდება თქვენი კარგი სახელის დატოვება სამომავლოდ. საქართველო ყოველთვის იმახსოვრებს ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოწვევებზე საკუთარი კეთილდღეობის აწყობას ცდილობს და ნუ ჩაეწერებით ამ სიაში. გთხოვთ და მოგმართავთ ყველას, ვინც ახლა ცდილობთ, რომ საკუთარი შემოსავლები გაზარდოთ. გუშინ ჩემმა მეუღლემ მოიტანა ერთი ცალი სპირტი და თქვა, რომ მეტი არ მისცეს. მე ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მანვე ყველა პასუხისმგებლიან ბიზნესმენს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი განცხადება ყველას არ ეხება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა