მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია ფიქრობს, რომ სესხის ლარში გაცემაზე 200-ათას ლარიანი ზღვარი უნდა შემცირდეს

5e568cf310263
დავით ჯალაღონია
26.02.20 19:30
827
2020 წლის პირველი მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, ვეღარ ამოქმედდება. ამის შესახებ BMG-ის საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

იგივე ინფორმაცია აქვს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას, რომელმაც ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის რეგულაციების შეფერხების მომხრეა, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

გარდა ამისა, კაკულია ფიქრობს, რომ ეროვნულ ვალუტაში სესხის გაცემაზე 200-ათას ლარიანი ზღვარი უნდა შემცირდეს. ეს ცვლილება, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მოამზადოს და საკანონმდებლო ორგანომ მას მხარი უნდა დაუჭიროს.

„მგონია, რომ ზღვარის დაწევის სასარგებლოდ პლიუსები უფრო მეტია, ვიდრე - მისი შენარჩუნების“, - მიიჩნევს კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 200 ათას ლარიანი ზღვარის არც დაწევა და არც გაუქმება პრობლემა არ არის, თუმცა ახლა ამის საჭიროება არ დგას.