01.სექტემბერი .2019 19:21

რომან კაკულია სამთავრობო ცვლილებებზე: საბოლოოდ დავლაგდებით და ხვალ იქნება კომენტარები

views 2119
უკან

ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი,- ამის შესახებ საპრალამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“დღეს შევთანხმდით, რომ საბოლოოდ დავლაგდებით და ხვალ იქნება კომენტარები, რა ცვლილებებთან გვექნება საქმე”,- აცხადებს რომან კაკულია.
კითხვაზე, არის თუ არა საუბარი პრემიერის გადადგომაზე, კაკულია ამბობს , რომ “ყველაფერზე იქნება ხვალ კომენტარი”.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომა დღეს 18:00 საათზე დაიწყო. მასზე სავარაუდოდ სამთავრობო ცვლილებები განიხილეს. BMG-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, პირველი ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა