მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია სტუდენტების საკითხზე ნათია თურნავას დაუკავშირდება

5f0c0b8e46553
ინგა მურუსიძე
13.07.20 11:35
791
ქართველი სტუდენტების ჯგუფი გერმანიაში ე.წ. საზაფხულო არდადეგებზე 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის ავიარეისების დანიშნვას ითხოვს.

ახალგაზრდების პრობლემა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა. საქმე იმაშია, რომ სტუდენტებმა აღნიშნული მოთხოვნით ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას წერილობითაც მიმართეს. ადრესატებს შორისაა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ლევან კობერიძეც.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან კაკულიას სთხოვა, სტუდენტების საკითხი ეკონომიკის მინისტრთანაც დააყენოს.

"კი ბატონო, დღეს მექნება როგორც წერილობითი, ისე პირადი კომუნიკაცია ქალბატონ მინისტრთან", - უპასუხა რომან კაკულიამ ლევან კობერიძეს.