განხილული 204 საკანონმდებლო ინიციატივა, 1087 კანონპროექტი და 17 საკანონმდებლო წინადადება - ასე გამოიყურება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის 4 წლიანი საქმიანობა რიცხვებში.
რომან კაკულიას კომიტეტის 2016-2020 წლების საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდა ენერგეტიკის სექტორში მიღებული 5 კანონი, ასევე, კანონი კონკურენციის შესახებ და რამდენიმე სხვადასხვა კანონში განხორციელებული ცვლილებები.
კერძო სექტორის მხრიდან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის საქმიანობა, საერთო ჯამში, დადებითად ფასდება. ბიზნესი ამბობს, რომ კომიტეტის ხელმძღვანელთან კომუნიკაციიის პრობლემა არ იყო, თუმცა კრიტიკა ძირითადად დროული და თამამი გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება.
„რომან კაკულია კულტურული, განათლებული, მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი ეკონომისტია. ის ადვილად წვდებოდა საკითხს, რაზეც ვმსჯელობდით, მაგრამ მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ როდესაც შემდგომ ცვლილებაა საჭირო და ამ ცვლილებას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება, ის პრობლემური ხდებოდა, ამიტომ უმეტესად არ მიიღება გადაწყვეტილება სწრაფად, ეფექტურად და სიღრმისეულად, რომელიც პრობლემის მოგვარებას სჭირდება. ჩვენნაირი ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად განუვითარებელია, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯებით, ნახევარ-ნახევარი ზომებით და მხოლოდ განხილვებით და საუბრით რაიმე შედეგს ვერ მიაღწევს, ეს გამორიცხულია. ქვეყნის ფეხზე დაყენებას სჭირდება უფრო ღრმა, ძალიან ეფექტური და ძალიან თამამი გადაწყვეტილებები, რეფორმებიც და მიმდინარე გადაწყვეტილებებიც, რაც იყო და არის, ჯერჯერობით, არსებული პარლამენტის და ხელისუფლების პრობლემა“, - აცხადებს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილი.
„გვსურდა კომუნიკაცია დამყარებულიყო, კომიტეტი უფრო ადრეულ ეტაპზე ჩართულიყო ამა თუ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში, თუმცა ძალიან ხშირად ვიღებდით პასუხს, რომ ეს კონკრეტული უწყების პრეროგატივა იყო და სანამ საბოლო დოკუმენტი არ დამუშავდებოდა და არ გადაიგზავნებოდა პარლამენტში, კომიტეტი ამ საკითხის აქტიურ განხილვაში ვერ ჩაერთვებოდა, რაც იგივე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით არასწორია. არაერთხელ ვყოფილვართ ისეთი მოცემულობის წინაშე, როცა სამინისტროსთან შეთანხმებული პოზიციები შემდგომ კომიტეტზე თავდაყირა დამდგარა, რაც არასასურველია, დროში იწელება და ზედმეტ პრობლემებს უქმნის როგორც კერძო სექტორს, ისე - სახელმწიფოს“, - აცხადებს JTI კავკასიის კომუნიკაციების დირექტორი ივა ხასია.
„იყო რთული კანონები... რაც მახსენდება, ესაა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, ეს იყო ახალი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც შეეხებოდა ჯანდაცვის სისტემას, სადაც ასევე წამყვანი კომიტეტი იყო. ყველა ამ კანონზე რომანი (კაკულია) ცდილობდა რაღაც ტიპის კომპრომისი მოეძებნა. ერთის მხრივ, იყო მთავრობა ან მარეგულირებელი, რომელსაც შემოტანილი ჰქონდა კანონპროექტი, ხოლო მეორე მხრივ იყვნენ ის სუბიექტები, რომელთაც ეს კანონპროექტი რაღაც ფორმით ნეგატიურად თუ პოზიტიურად ეხებოდა. კომპრომისი მდგომარეობდა შემდეგში, რომ რამენაირად სუბიექტებზე ზეგავლენა შეგვემსუბუქებინა, რომელიც შემდგომ მათ შეუქმნიდა პრობლემას. მგონია, რომ კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ამ თამასას დაბლა არ დაწევს და შეინარჩუნებს ამ ტრადიციას, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც რომან კაკულიამ დატოვა“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
როგორ შეფასდებოდა კომიტეტის საქმიანობა თავად კომიტეტის ხელმძღვანელის გადმოსახედიდან, საინტერესო მოსასმენი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, რომან კაკულიასთან ინტერვიუს ჩაწერა, ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა