მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ვაქცინაციის წასახალისებლად ტურიზმის სექტორში სტიმულირების პაკეტები შეიმუშავა

6124d74505705
ელენე გოგბერაშვილი
24.08.21 15:16
1959
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებულები სტიმულირების პაკეტით ისარგებლებენ. კერძოდ, შეღავათები გავრცელდება როგორც გიდებზე, ასევე სასტუმროებზე, რესტრონებზე და ტურიზმში მოღვაწე იმ კომპანიებზე, რომელთა თანამშრომელთა დიდი ნაწილი ვაქცინირებული იქნება. 

სტიმულირების პაკეტებზე დღევანდელი უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.

"ტურიზმში დასაქმებულები არიან ფრონტის წინა ხაზზე. მათ აქვთ საერთაშორისო ტურისტებთან შეხება, შესაბამისად მათი და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დარგში მომუშავე ადამიანების 100% თუ არა, უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პროექტი:
 
პირველი - ყველა გიდი, რომელიც ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში (სექტემბერი, ოქტომბერი) ისარგებლებს ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები, სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს ვაქცინაცია სრულად ჩატარებული, ამ ობიექტებზე შევლენ უსასყიდლოდ.

რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულები, ეხება რესტორნებს, განთავსების ობიექტებს. ჩვენი ქვეყანა წლის განმავლობაში 40-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დადის, რაც თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ სტიმულირების პაკეტი და კომპანიები, რომელთა დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული, შევთავაზებთ ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებას. ხოლო კომპანიები, რომელთა თანამშრომლების 80% იქნება ვაქცინირებული, ისინი ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში ჟურნალისტებისა თუ ბლოგერების ვიზიტების დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისეთ სერვისის მიმწოდებლებს აარჩევს, რომელთა თანამშრმლების სულ მცირე 60% იქნება ვაქცინირებული.