მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ 15 ქვეყანაშია მიგრანტებისთვის ცხოვრება ყველაზე მისაღები?

5dcb099de0ba7
BM.GE
13.11.19 00:20
2555
ქვეყნის პოვნა, რომელიც არც ძალიან ძვირია, სადაც სამუშაოს დაწყების პერსპექტივა არის და თან სადაც ადგილობრივებთან კომუნიკაცია არ ჭირს, არც ისეთი მარტივია.

მსგავსი ქვეყნების გამოსავლენად ყოველ წელს InterNations-ი 187 ქვეყანასა და რეგიონში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებს და ადგენს ცხოვრების ხარჯებს, სამედიცინო სერვისების ხარისხს და იმას, თუ რამდენად მარტივია მიგრანტებისთვის ადგილობრივ მცხოვრებლებთან დამეგობრება.

მიმდინარე წელს ორგანიზაციამ 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს. მიღებული მონაცემებით კი მიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. გთავაზობთ 15 საუკეთესო ქვეყანას, რომელიც გამოცემა "ბიზნესინსაიდერმა" გამოაქვეყნა:

1. ტაივანი - ამ ქვეყანაში მიგრანტებს ძალიან მოსწონთ ცხოვრების ხარისხი, ჯანდაცვის სისტემა, თავს უსაფრთხოდ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მათ ეს ქვეყანა კარიერულ პერსპექტივებსაც აძლევს.

2. ვიეტნამი - ამ ქვეყანაში მიგრანტები საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებენ, რაც ყოველდღიური ხარჯების გასასტუმრებლად და უფრო მეტისთვისაც ჰყოფნით. ისინი ასევე კმაყოფილები არიან კარიერული შესაძლებლობებით. ამასთან, ვიეტნამელებთან საერთო ენის გამონახვა მარტივია.

3. მექსიკა - მიგრანტები ამ ქვეყანაში აცხადებენ, რომ ადგილობრივები მეგობრულები არიან. მათ განათლების სისტემა და ბავშვთა ჯანდაცვის სერვისებიც მოსწონთ. თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ ამ ქვეყანაში, ისევე როგორც ადგილობრივები.

4. პორტუგალია - ეს ქვეყანა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით მდიდარია. აქ მარტივია დასახლება და უამრავი საშუალებაა უცხოელების სოციალიზაციისთვის. ამასთან, მიგრანტებს ამ ქვეყანაში იაფი ცხოვრება მოსწონთ.

5. ესპანეთი - ამ ქვეყანაში მიგრანტებს ჯანდაცვის კარგი სისტემა მოსწონთ. ასევე მიგრანტები ამბობენ, რომ ესპანელები კარგად იღებენ უცხოელებს, განსაკუთრებით ბავშვიან ოჯახებს. მიგრანტებს ამ ქვეყანაში ასევე მოსწონთ კლიმატი და სარეკრეაციო აქტივობები.

6. სინგაპური - აქ უცხოელებს დამკვიდრება არ უჭირთ. სინგაპურში მიგრანტები ასევე თავს გრძნობენ დაცულად და უსაფრთხოდ. გამოკითხულთა უმრავლესობა კმაყოფილია სატრანსპორტო სისტემით. თუმცა, მიგრანტები ამბობენ, რომ სინგაპურში საკმაოდ ძვირია ცხოვრება, განათლების მიღება და ჯანდაცვის სერვისები.

7. ბაჰრეინი - ამ ქვეყანაში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კარიერული პერსპექტივები საკმაოდ კარგია. მიგრანტები ასევე ამბობენ, რომ ბაჰრეინში მარტივია ადგილობრივებთან მეგობრობა, თუმცა, მათ აწუხებთ ამ ქვეყანაში სამუშაო საათების დიდი რაოდენობა.

8. ეკვადორი - ამ ქვეყანაში მიგრანტები ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს, ამასთან აქ ცხოვრების ხარჯებიც დაბალია. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ ეკვადორში სამუშაო ადგილები ბევრი არაა.

9. ჩეხეთი - ამ ქვეყანაში მიგრანტებს ყველაზე მეტად მოგზაურობის შესაძლებლობები იზიდავთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. მათ ასევე მოსწონთ ცხოვრების დონეც და აცხადებენ, რომ საკმაოდ იაფი ქვეყანაა.

10. მალაიზია - მიგრანტები ამ ქვეყანაში საკმარისი თანხის გამომუშავებას ახერხებენ, რათა ყოველდღიური ხარჯები დაფარონ. ისინი აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში მარტივია დამკვიდრება და ახალი მეგობრების შეძენა.

11. ლუქსემბურგი - მიგრანტების უმრავლესობას ამ ქვეყანაში კარიერული პერსპექტივები მოსწონთ, ასევე ცხოვრების დონეც. თუმცა, ამბობენ, რომ ლუქსემბურგში ცხოვრება ძვირია.

12. ბულგარეთი - უცხოელები ბულგარეთში კმაყოფილები არიან ადგილობრივებთან ურთიერთობით, მოსწონთ მათი კულტურა და ამბობენ, რომ აქ ცხოვრება საკმაოდ იაფი უჯდებათ.

13. ისრაელი - მიგრანტები ისრაელში ცხოვრებით, სამუშაო ადგილების რაოდენობით და გართობის საშუალებების არსებობით კმაყოფილები არიან. თუმცა, აქ ცხოვრება ლუქსემბურგის მსგავსად ძვირია.

14. პანამა - ამ ქვეყანაში მიგრანტები სამუშაო ადგილებით კმაყოფილები არიან. მოსწონთ სამუშაო საათების რაოდენობა და უსაფრთხოებაც.

15. ახალი ზელანდია - ეს კუნძულოვანი ქვეყანა მიგრანტი ოჯახებისთვის იდეალურია, ვინაიდან ამ ქვეყანაში მაღალი დონის ბავშვთა მოვლის, განათლების სისტემა და სამუშაო პირობები აქვთ.