მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ადგილობრივ წარმოებებს წაახალისებს სახელმწიფო - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

5e78c4b9bde6e
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.20 21:30
1594
„კრიზისმა ბევრი რაღაც გვასწავლა“, - ასე დაიწყო საუბარი ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც თურნავას უწყება ამუშავებს.

მინისტრის შეფასებით, სახელმწიფომ უკვე აამოქმედა კრიზისული წარმოებები და სულ მალე სხვა პროგრამებიც იქნება მზად - სულ 3 მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით და ავამოქმედეთ კრიზისული წარმოება: პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანების წარმოებას ვიწყებთ ამ დღეებში. ეს არის ასევე იმპორტის ჩამნაცვლებელი კვების ინდუსტრია - იქნება ეს პურ-ფუნთუშეული, სამაკარონო თუ საკონსერვო ნაწარმი ... არ მინდა ყველაფერი ჩამოვთვალო, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დამუშავებაში. ბევრი ასეთი წარმოების აღდგენის მომსწრეები გახდებიან საქართველოს მოქალაქეები უახლოეს პერიოდში და ეს არის აუცილებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ლიბერალური ბაზარი გვაქვს და იმპორტი გვაძლევს საშუალებას პროდუქცია შემოვიტანოთ, მაგრამ ხდება ასეთი უეცარი გამოწვევები და ჩვენ ვდგებით აუცილებლობის წინაშე რომ ჩვენ ჩვენი საკუთარიც უნდა გვქონდეს. აქამდეც ვეხმარებოდით ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ ახლა უფრო გამოიკვეთა პირველადი წარმოების დარგები, რომელსაც ჩვენ განვავითარებთ.

გარდა ამისა აქცენტი გაკეთდება საექსპორტო წარმოებაზე. მიუხედავად იმისა რომ გლობალური ვაჭრობა მილიარდებს კარგავს დღეს, ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ რამდენიმე თვეში აღდება სავაჭრო ურთიერთობები, ეს საექსპორტო ინდუსტრიები არის აუცილებლად განსავითარებელი, რომ სწრაფად შევძლოთ დავუბრუნდეთ კრიზისამდელ ტემპს და რიტმს.

და კიდევ ერთი ჯგუფი - ეს არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ყველაფერი რაც მასთან არის დაკავშირებული, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ, ეს არის ჩვენი წარმოებები და დღეს ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრს მრეწველობის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა თურნავამ.