მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ არხს ენდობით? - იმედი 30%; მთავარი – 18%; რუსთავი 2 12%; TV პირველი – 5%

5e20199c46afd
შოთა ტყეშელაშვილი
16.01.20 12:10
3061
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე თუ რომელ ტელევიზიას ენდობით პასუხები ასე ნაწილდება:

იმედი - 30%;
მთავარი - 18%;
რუსთავი 2 - 12%;
TV პირველი - 5%;
AzTV - 3%;
პირველი არხი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) - 3%;
Armenia TV - 1%;
ობიექტივი - 1%;
პალიტრა TV - 1%;
მაესტრო - 1%;
სხვა - 2%;
არცერთს - 20%;
არ ვიცი - 2%.

მედიის მიკერძოებულობასთან დასმულ კითხვაზე გამოკითხულთა 53% პასუხობს, რომ ტელეკომპანია იმედი "ქართული ოცნების" ინტერესებს გამოხატავს. ტელეკომპანია "მთავარი არხი" გამოკითხულთა 63%-ის აზრით, ოპოზიციის ინტერესს გამოხატავს. სრულად აღნიშნულ კითხვაზე პასუხები ასე ნაწილდება:


აღნიშნული კვლევა 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.