საქართველოში როგორც აქტივებით, ასევე გაცემული სესხებით უმსხვილესი ბანკი “თიბისია”. ხშირ შემთხვევაში ბანკებზე საუბრისას მთავარი აქცენტი სწორედ ფინანსურ მაჩვენებლებზე კეთდება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რამდენი ფილიალით, ბანკომატით თუ პოსტერმინალით არის შესაძლებელი ამ ბანკების სერვისით სარგებლობა.
ბანკების მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე ფართო მომსახურების ქსელი აქვს “ლიბერთი ბანკს”, რომელსაც მოქალაქეების მიღება 436 ფილიალით, სერვისცენტრით და მობილური მომსახურების პუნქტით შეუძლია. მეორე ადგილზეა “საქართველოს ბანკი” - მას ქვეყნის მასშტაბით, 206 მომსახურების პუნქტი აქვს, მესამე პოზიციას კი 155 ფილიალით “თიბისი ბანკი” იკავებს.
ფიზიკური ფილიალების და სერვისცენტრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოში მოქმედი ბანკების რეიტინგი - TOP 10
1. ლიბერთი ბანკი - 436 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
2. საქართველოს ბანკი - 206 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
3. თიბისი ბანკი - 155 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
4. კრედო ბანკი - 83 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
5. ვითიბი ბანკი - 27 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
6. ტერაბანკი - 27 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
7. ბაზისბანკი - 24 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
8. პროკრედიტ ბანკი - 13 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
9. ქართუ ბანკი - 10 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
10. ჰალიკ ბანკი - 8 ფილიალი და სერვის-ცენტრი;
11. პაშა ბანკი საქართველო - 8 ფილიალი და სერვის-ცენტრი.
რაც შეეხება ბანკების ბანკომატების რაოდენობას, ამ მხრივ პირველ ადგილზეა “თიბისი ბანკი”, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 1,750 ბანკომატი აქვს, მეორე ადგილზეა 960 ბანკომატით “საქართველოს ბანკი”, მესამეზე კი “ლიბერთი ბანკი” 647 ბანკომატით. ჯამურად, ამ სამ ბანკზე ქვეყანაში ბანკომატების საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტი მოდის.
პოს-ტერმინალების რაოდენობით კი პირველ ადგილზე “საქართველოს ბანკია”, რომლის გადახდის პუნქტების რაოდენობაც 27,184-ს შეადგენს. “თიბისი ბანკს” 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 25,163 პოს ტერმინალი აქვს, ლიბერთის კი - 7,000-ზე მეტი.
დასაქმებულთა რაოდენობით, პირველ ადგილზე “თიბისი ბანკია”, სადაც 2020 წლის ანგარიშის მიხედვით 7,368 ადამიანი მუშაობს. “საქართველოს ბანკი” 5,821 ადამიანს ასაქმებს, “ლიბერთი ბანკი” კი - 5,212 ადამიანს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი