11.ივნისი .2021 00:10

რომელ კერძო სკოლებს აქვთ ყველაზე მაღალი შემოსავალი - რეიტინგი

რომელ კერძო სკოლებს აქვთ ყველაზე მაღალი შემოსავალი - რეიტინგი
views 797
უკან

საქართველოში სულ 223 კერძო სკოლაა რეგისტრირებული და მათში 60,000 მოსწავლე სწავლობს, რაც მოსწავლეთა მთლიანი რაოდენობის 10%-ია. ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა 12,300-ით გაიზარდა, თავად კერძო სკოლების რაოდენობა კი 60-ით შემცირდა, რაც ბაზარზე მზარდ კონსოლიდაციაზე მეტყველებს. კიდევ ერთი რამ რაც კერძო სკოლების ბაზარზე არსებულ ზრდაზე მიანიშნებს, მათში კლასების მიხედვით მოსწავლეთა განაწილებაა. კერძო სკოლებში დამამთავრებელ (9; 10; 11, 12) კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ჯამურად 11.6 ათასია, 1-დან მესამე კლასის ჩათვლით კი 17.3 ათასი. შესაბამისად, კერძო სკოლებისთვის ყველაზე მზარდი მიმართულება ამ დროისთვის დაწყებითი კლასებია. კერძო სკოლები ერთმანეთისგან საფასო სეგმენტებით და შეთავაზებული სერვისებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. “ბუღალტრული აღრიცხვისა აუდიტის შესახებ” კანონის მიხედვით, საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომელთა შემოსავლებიც გარკვეულ პარამეტრებს აჭარბებს, საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნება ევალებათ. მათ შორისაა არაერთი კერძო სკოლაც, რომლებმაც 2019 წლის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

ქვეყანაში მოქმედი კერძო სკოლების ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2019 წლის განმავლობაში ბაზრის ლიდერს “ევროპული სკოლა” წარმოადგენდა, რომლის შემოსავალიც 15.5 მილიონი ლარია. 13 მილიონი ლარის შემოსავლით მეორე ადგილზეა შპს “ახალი სკოლა”, 7.3 მილიონი ლარით კი მესამეზე “გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიაა”.

საქართველოში მოქმედი კერძო სკოლების შემოსავლები 2019 წლის მდგომარეობით:

1. შპს ევროპული სკოლა - 15 480 513 ლარი;
2. შპს ახალი სკოლა - 12 967 748 ლარი;
3. სს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში - 7 269 104 ლარი;
4. შპს ბრიტანულ ქართული აკადემია - 6 648 000 ლარი;
5. შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - 5 922 548 ლარი;
6. შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - 5 283 359 ლარი;
7. შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი“ - 5 242 000 ლარი;
8. შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი - 4 870 030 ლარი;
9. შპს აიბი - მთიები - 4 799 018 ლარი;
10. შპს თბილისის მწვანე სკოლა - 3 858 000 ლარი;
11. შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - 3 538 688 ლარი;
12. შპს იუჯი სკოლა (საქართველოს უნივერსიტეტის სკოლა) - 3 532 328 ლარი;
13. შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი - 3 463 879 ლარი;
14. შპს სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი - 2 950 045 ლარი;
15. შპს არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონი - 2 893 010 ლარი;
16. შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი - 2 848 914 ლარი;
17. შპს ქართულ-ამერიკული სკოლა Georgian-American School - 2 687 613 ლარი;
18. შპს სკოლა ევრო-2000 - 2 531 071 ლარი;
19. შპს მეექვსე საავტორო სკოლა - 2 484 525 ლარი;
20. შპს ათასწლეულის სკოლა - 2 252 919 ლარი;

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, მთავრობა ზოგადი განათლების სექტორს 894 მილიონი ლარით აფინანსებს.

რეიტინგში წარმოდენილი მონაცემები თავად კერძო სკოლების მიერ reportal.ge-ისთვის გაგზავნილ ფინანსურ ანგარიშგებებს ეხება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა