მიმდინარე წლის ნახევარი ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის უაღრესად არასახარბიელო აღმოჩნდა. გლობალური გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორების მკვეთრი გაუარესების ფონზე, გასულ 6 თვეში აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) თითქმის 20%-ით შემცირდა, Dow Jones-ის ინდექსი 15.5%-ითაა შემცირებული, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება 28.7%-ით დაეცა.
ძირითადი ინდექსების 20-25%-ით შემცირება დათვის ბაზრის (bear market) ტერიტორიად მიიჩნევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბირჟის ძირითადი ტენდენცია მკვეთრი კორექციებისა და ზოგადი დაღმასვლისკენაა მიმართული, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე კვარტალი ან წელიც კი გაგრძელდეს.
2022 წლის პირველი ორი კვარტლის შედეგების შეფასება იძლევა თქმის საშუალებას, რომ მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს ნეგატიური გავლენა ჰქონდა თითქმის ყველა სექტორსა და ინდუსტრიაზე, გარდა ენერგეტიკისა.
ნავთობის, გაზისა და სხვა რესურსების ფასების ზრდამ დადებითად მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციებზე იმოქმედა და ზოგადი ენერგეტიკული სექტორის ღირებულება, S&P 500-ის დაღმასვლის მიუხედავად, გასულ ექვს თვეში 12.6%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წელს საფონდო ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიების ჩამონათვალი (YTD):
1. Occidental Petroleum +94.1%
2. Peabody Energy +85.1%
3. Helmerick & Payne +71.9%
4. Ocean Thermal Energy +59.1%
5. EQT Corporation +56.3%
6. Teekay Tankers +49.2%
7. Tenneco +46.1%
8. Nabros Industries +43.8%
9. Valero Energy +39.9%
10. Range Resources +37.9%
11. Exxon Mobil +37.7%
12. Alleghany +37.4%
13. Hess Corporation +37.3%
14. Southwestern Energy +34.8%
15. Unum Group +33.4%
16. Marathon Oil +33.3%
17. Cal Maine +33.3%
18. McKesson Corporation +32.7%
19. Halliburton Company +30.9%
20. First Horizon +30.3%
21. Marathon Petroleum +28.8%
22. Crescent Point Energy +28.5%
23. Northrop Grumman +26.0%
24. Apache Corporation +26.0%
25. Chesapeake Energy +24.6%
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი