მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინაზე? - გამყრელიძის პასუხი

60742bdf2e675
ინგა მურუსიძე
12.04.21 21:18
642
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არაერთ მწარმოებელთან მართავს მოლაპარაკებებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კონკრეტული მოლაპარაკებები ამერიკული „ნოვავაქსის“ ვაქცინაზე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო „ჯონსონ და ჯონსონთან“ და „მოდერნასთანაც“ მართავს მოლაპარაკებებს.

„ნოვავაქსი“ წარმოებაში ახლა ჩაეშვა და ივლისიდან გაყიდვაში იქნება. ახლა გაფორმდება კონტრაქტი, რომელშიც ჩაიწერება, რომ ივლისში მოგვეწოდება, თუ აგვისტოში. „ფაიზერს“ რაც შეეხება, თარიღებს ველოდებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.